გარემოსდაცვითი მასშტაბური აქცია - "დედამიწის საათის" მსოფლიო დღის აღნიშვნას საქართველო წელს მეათედ უერთდება

“დაუკავშირდი დედამიწას”“დედამიწის საათის” მსოფლიო დღის აღნიშვნას საქართველო წელს მეათედ უერთდება. მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციის მიხედვით, მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე  უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავალის მხარდაჭერას გამოხატავს.

20:30 საათიდან, აქციის ფარგლებში, შუქი გაითიშა მთავრობის კანცელარიაში, პრეზიდენტისა  და სამინისტროების შენობებში, ასევე საჯარო რეესტრის შენობაში, მეტეხის ხიდზე, ტელეანძაზე, ჩაბნელდა ასევე ქართლის დედა და თავისუფლების მოედანზე მდებარე წმინდა გიორგის მონუმენტი.

აქციას შეუერთდნენ კერძო ორგანიზაციებიც. თბილისის სატელევიზიო ანძა მთელი ღამის განმავლობაში მწვანედ იქნება განათებული.