„დედამიწის საათი“

23 მარტს გარემოსდაცვითი ღონისძიება – „დედამიწის საათი“ აღინიშნება, რომლის მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის მიერ ელექტროენერგიის გამოყენებაზე ერთი საათით უარის თქმას გულისხმობს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტრადიციულად, წელსაც უერთდება და ცდილობს, მასში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყოს. „დედამიწის საათის“ ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ევროპული სკოლის მოსწავლეებს ლექცია ჩაუტარდათ.