დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავებაში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთვებიან.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დეცენტრალიზაციის შვიდწლიან სტრატეგიას ამუშავებს.
დაინტერესებულ მხარეებს სამინისტრომ საკუთარი ხედვა გააცნო.
არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით იქმნება სამუშაო თემატური ჯგუფები, რომლებიც წლის ბოლოსთვის აღნიშნულ პროცესში საზოგადოების ფართო ჩართულობას უზრუნველყოფს.