NGO-ები რელიგიურ ორგანიზაციებს შეხვდნენ

რელიგიურ ორგანიზაციებს შორის თანასწორობასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე იმსჯელეს არასამთავრობო სექტორმა და რელიგიურმა ორგანიზაციებმა. შეხვედრას სახალხო დამცველიც დაესწრო.

სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში რელიგიური ორგანიზაციების მიმართ არსებულ დისკრიმინაციას შეეხებოდა, ძალაში მომდევნო წლიდან შედის. შედეგად, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს ის ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც დღის წესრიგში სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დადგა.

საკონსტიტუციო სასამართლომ დისკრიმინაციად ის ნორმა მიიჩნია, რომელიც საგადასახადო შეღავათებს მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ითვალისწინებს.