საგამოძიებო კომისიის წევრების შეხევედრა NGO-ებთან

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მომუშავე დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა მათ საგამოძიებო კომისიის მიერ გაწეული სამუშაო და „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნის პროექტი გააცნეს.

შეხვედრის შემდეგ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საპარლამენტო კომისიამ სრულფასოვნად იმუშავა, გამოკვეთა ხარვეზები, რომელიც გამოძიების პროცესში იქნა დაშვებული.

არასამთავრობო ორგანიზაციები დასკვნაზე შემდგომ რეაგირებას ელიან.