დეცენტრალიზაციის გეგმა

თვითმმართველობების გასაძლიერებლად ხელისუფლება ახალ გეგმაზე მუშაობის დაწყებას აანონსებს.

1tv.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დეტალებზე ჯერ არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ საკანონმდებლო ინიციატივის მთავარი მიზანი, მუნიციპალიტეტების მეტი ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, მათი უფლებამოსილებების გაფართოება და მოქალაქეებთან ანგარიშვალდებულების უმაღლესი სტანდარტის დანერგვაა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით თვითმმართველობებს საკუთარი ფინანსური ბერკეტები აქვთ, მასშტაბური პროექტების განხორციელების დროს მაინც ცენტრალურ ხელისუფლებაზე არიან დამოკიდებულნი.

სალომე ქოქიაშვილი დაინტერესდა, როგორ აფასებენ სფეროს ექსპერტები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მოსალოდნელ ცვლილებებს.