სახალხო დამცველის ანგარიში

პარლამენტში რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს.

თვითმმართველობებში არსებული გამოწვევის თაობაზე სახალხო დამცველმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომბუდსმენის ოფისმა 2017 წელს 20 რეკომენდაცია გასცა.

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, რეგიონებში პრობლემას წარმოადგენს სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის უფასო საკვები, სათანადო საცხოვრებელი პირობები, სკოლებსა და ბაღებში ინფრასტრუქტურული პირობები, გენდერული უთანასწორობა. ომბუდსმენმა ასევე ისაუბრა თვითმმართველობებიდან პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელეების გათავისუფლების თაობაზე. სხდომას გუბერნატორები და მერები დაესწრნენ. ასევე იმყოფებოდნენ თიანეთის მერიის ყოფილი თანამშრომლები, რომელთაც აღნიშნეს, რომ თიანეთის მერმა, თამაზ მეჭიაურმა ისინი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა. ნინო ლომჯარიამ აღნიშნულ პირებს ურჩია, მიმართონ სამართლებრივ გზას.