დღეს პირველი არხის ეთერში პრეზიდენტობის სამი კანდიდატი ერთმანეთის პირისპირ წარდგება. ეს არის დებატები, რომელშიც კანდიდატებმა ერთმანეთი გამოიწვიეს.
ჩვენ მიერ შეთავაზებულ ფორმატში მონაწილეობას მიიღებენ მიხეილ სალუაშვილი, კახაბერ ჭიჭინაძე და გიორგი ლილუაშვილი. მათ შორის დებატები დღეს, 22 საათზე გაიმართება.
დებატები ოთხ ბლოკად დაიყოფა. პირველ სამ ბლოკში კანდიდატებს წამყვანის შეკითხვებზე მოუწევთ პასუხების გაცემა, ბოლო ბლოკში მათ საშუალება ექნებათ, ერთმანეთს დაუსვან კითხვები.
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პირველი არხი საარჩევნო მარათონში ჩართულ კანდიდატებს სამ სატელევიზიო ფორმატს სთავაზობს.