ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან ქართველი დეპუტატები.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს იყო კონკრეტული გზავნილი იმისა, რომ არჩევნები მშვიდობიან და სამართლიან გარემოში უნდა ჩატარდეს, ხოლო მმართველმა გუნდმა დაპირება უნდა შეასრულოს და გიორგი რურუა გაათავისუფლოს. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ევროპარლამენტარები მკაფიოდ აღნიშნავენ საქართველოს პროგრესს და იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველო 2020-ის არჩევნებს წარმატებით გაართმევს თავს. მმართველი გუნდი განცხადების იმ ნაწილზეც აკეთებს აქცენტს, სადაც საუბარია, რომ ოპოზიციამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.