ევროპარლამენტში საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. ევროპელმა დეპუტატებმა კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის გზებზე ისაუბრეს. გამომსვლელებმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს დიალოგისკენ მოუწოდეს. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, შვედი დიპლომატის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება. კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლასა და მოლაპარაკებების განახლებას ელოდება ქართული პოლიტიკური სპექტრიც.
ანა ბროლაძე დეტალებით.