ევროპარლამენტში სვენ მიქსერის მიერ საქართველოზე მომზადებული ანგარიშის კენჭისყრა ერთ საათში დაიწყება. დოკუმენტში საუბარია როგორც ასოცირებული დღის წესრიგის შესრულებაზე, ასევე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და გახმაურებულ საქმეებზე. მანამდე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო ანგარიშის კონსოლიდირებული ვერსია, თუმცა, დღევანდელი სხდომის ფარგლებში, დამატებით შესწორებებს ცალ-ცალკე ეყრება კენჭი.
სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.