დებატები ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტზე გამართულ დებატებში. სიტყვით გამოსვლისას, ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.