დაზვერვის სამსახურის ანგარიში

პრემიერ-მინისტრმა დაზვერვის სამსახურის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში მოისმინა. ირაკლი ღარიბაშვილმა შალვა ლომიძესთან განიხილა 2023 წლის გეგმები და სამსახურის განვითარების პრიორიტეტები. იმსჯელეს რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.