დაზიანებული უძველესი წარწერა პუშკინის ქუჩაზე

ვანდალური ფაქტის დროს დაზიანებული არაბული წარწერის აღდგენაზე მუშაობა დაწყებულია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა წარწერა გუდრონის საფარისგან უკვე გაწმინდეს.

თბილისში, პუშკინის ქუჩაზე, უძველესი არაბული წარწერა დააზიანეს. ინფორმაცია ვანდალური ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფოტოებზე ჩანს, რომ წარწერა, სავარაუდოდ გუდრონით იყო შეღებილი. კულტურის სპეციალისტების განცხადებით, ეპიგრაფიკული წარწერა  VIII-IX  საუკუნეების მიჯნაზე უნდა იყოს შესრულებული. ფაქტს გამოეხმაურა კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. ამ დროისთვის ადგილზე აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია.

მოამბე