დაზიანებები გელათის მონასტერში

გელათის მონასტერში ტაძრის დასავლეთ მხარეს დაზიანებული დროებითი გადახურვის ფრაგმენტის აღდგენა დღეს დასრულდება.

სპეციალურ ტექნიკას ამ წუთებში ელოდებიან. ახლად მოწყობილი დროებითი გადახურვის ფრაგმენტის სტრუქტურული გამაგრების პარალელურად, შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად მომდევნო ორ დღეში შემოწმდება მყარი გადახურვის ყველა სეგმენტი. ადგილზე მონიტორინგს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აწარმოებენ.