თბილისის ცენტრალური წყალსადენის აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მილის დაზიანების გამო, მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება ღამის 02:00 საათამდე შეზღუდული ექნება.
მარშალ გელოვანის გამზირზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების ქსელი ავარიულად დილით დაზიანდა, რამაც საგზაო მოძრაობის შეფერხებაც გამოიწვია. დაიტბორა მიმდებარედ არსებული კერძო სახლები და ეზოები.
თამუნა ნადარეიშვილი დეტალებით.