დარღვევები საავადმყოფოებში ცოტა ხნის ამოქმედებულ დიარჯის სისტემაში.
კლინიკების ნაწილში პაციენტთა უფლებების დარღვევის ცალკეული ფაქტები გამოვლინდა. ცალკეულ სამედიცინო მომსახურებების დაფინანსებაზე საავადმყოფოების მხრიდან უარის შემდეგ მოქალაქეებმა რუსთავის მერიას მიმართეს. აღმოჩნდა, რომ გარკვეულ სამედიცინო სერვისებში მათ თანხა ჯიბიდან გადაახდევინეს და ხარჯის ასანაზღაურებლად მერიაში გადაამისამართეს.
დიარჯის სისტემა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა საავადმყოფოს სამედიცინო მომსახურებების ფასების გათანაბრებას ავალდებულებს, რაც მოქალაქეების მხრიდან თანხის დამატებით საკუთარი ჯიბიდან გადახდისგან იცავს.