სამწლიანი მოლოდინის შემდეგ სვეტის დაზარალებულმა მენაშენეებმა დღეს საბოლოო პასუხი მიიღეს.
2 500 ოჯახი ბინებით სამ წელიწადში დაკმაყოფილდება. სამივე შეჩერებულ ობიექტს სამშენებლო კომპანია ემ კვადრატი იბარებს, რომელიც შეწყვეტილი მშენებლობების დასრულების პირობას დებს.
სვეტის მფლობელი და დირექტორი ამ დროისთვის პატიმრობაში იმყოფებიან. გამოძიება მათ თაღლითობას და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებას ედავება.
მშენებლობის შეთანხმებული ვადების დარღვევის შემდეგ მათ თავად მენაშენეებმა უჩივლეს, რომლებიც სამ სხვადასხვა ქუჩაზე მშენებარე ობიექტებზე საცხოვრებელ ფართებს სამი წელი უშედეგოდ ელოდნენ.