შეჩერებული მშენებლობების დასრულების პროექტი

„სვეტის“ შემდეგ კიდევ ერთი დაუსრულებელი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა განახლდება.

ამჯერად საუბარია სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებულ ობიექტზე. შარტავას ქუჩაზე კორპუსის დასრულებას 400 ოჯახი 12 წელზე მეტია ელოდება. 2008 წელს ფინანსური კრიზისის გამო გაჩერებული სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვალდებულებას კომპანია „ემ კვადრატი“ აიღებს. „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დირექტორი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით მესამე წელია, პატიმრობაშია.