დედაქალაქის მთავრობის სხდომა

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეებისთვის, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.

სამშენებლო კომპანია „ემ კვადრატმა“ მერიასთან პროექტები უკვე შეათანხმა. ამასთან, თბილისის მერია ბახტრიონი-საბურთალოს ქუჩების კვეთაზე არსებული კორტების აუქციონზე გატანასა და სპორტული კომპლექსის მოწყობას გეგმავს.

მარიამ სეთურიძე დეტალებით.