ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურების ფონზე შეზღუდვები იხსნება.
დღემდე მოქმედი რეგულაციების დიდი ნაწილი პირველი მარტიდან უქმდება. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მარტივდება ქვეყანაში შემოსვლის წესები, ასევე ნებადართული ხდება წვეულებების, ქორწილების და სხვა ხალხმრავალი შეკრებების გამართვა, თუმცა გარკვეული პირობებით.
რეგულაციების გამარტივებას სკეპტიკურად ხვდება სამედიცინო სექტორი. სოციალური ღონისძიებების დაშვების შემდეგ ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები ინფიცირების დინამიკის ისევ აღმასვლას არ გამორიცხავენ. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ხალხმრავალ შეკრებებთან დაკავშირებული რეგულაცია მანამდეც უხეშად ირღვეოდა.