დავით ზალკალიანის შეხვედრა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრეს ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა. ხაზი გაესვა საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო სამუშაოებს, ადამიანის უფლებების დარღვევებს, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებს, საქართველოს მოქალაქეების გატაცებების, დაკავებების, დაჭრისა და მკვლელობების შემთხვევებს. ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში გაწეული ფასილიტაციისთვის. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთო-ს, როგორც თანათავმჯდომარის წვლილზე. ასევე, ეუთო-ს მხრიდან საქართველოში რეფორმების განხორციელების მხარდაჭერაზე.

მოამბე