უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებას ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანის განმარტებით, საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებს ბრწყვინვალე ურთიერთობა აქვთ და მისი თქმით, განცხადება, რომელიც გუშინ საღამოს დენის შმიგელმა „ტვიტერის“ მეშვეობით გააკეთა, შესაძლოა მძიმე ემოციური ფონით იყოს გამოწვეული. დიპლომატი ასევე ამბობს, რომ მას აქვს თავისი ვარაუდები, ვინაიდან პოსტი ქართულ ენაზე იყო დაწერილი და შესაძლოა, ის ზუსტად არ ასახავდეს შმიგალის მოსაზრებას.