დავით ზალკალიანი ე.წ. არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. არჩევნების მეორე ტური არის ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციის მცდელობა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, – ეს განცხადება დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. მისივე თქმით, ეს არჩევნები არის არალეგიტიმური და ეს დადასტურებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ გაკეთებულ განცხადებებშიც.
ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ერთმანეთს ე.წ. მოქმედი პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციური პარტიის კანდიდატი ალხას კვიცინია დაუპირისპირდებიან.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში სულ 152 „საარჩევნო უბანია“, კიდევ ორი უბანი მოქმედებს რუსეთში.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური აფხაზეთში 25 აგვისტოს გაიმართა.