დავით ზალკალიანი სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. საგარეო საქმეთა მინისტრი ტვიტერზე წერს: „მადლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. ამ გადამწყვეტ მომენტში ერთიანობა და პარტნიორობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას,” – ნათქვამია მინისტრის მიმართვაში. დერეკ ჩოლეტმა დავით ზალკალიანთან გამართული სატელეფონო საუბარიც შეაფასა.
„ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმასა და საქართველოს ოკუპაციაზე. ჩვენ ერთიანნი ვართ უკრაინასა და საქართველოსთან მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად,” – წერს ის პირად გვერდზე.