დავით უსუფაშვილის შეხვედრა ამომრჩევლებთან

დავით უსუფაშვილი ამომრჩეველს გორში ხვდება.

თავისუფალი დემოკრატების, შენების მოძრაობის და ეროვნული ფორუმის პრეზიდენტობის კანდიდატმა შეკრებილებს საარჩევნო პროგრამა გააცნო. უსუფაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებს ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. კანდიდატი ფიქრობს, რომ აუცილებელია ამუშავდეს სახელმწიფო ინსტიტუტები.