დავით სერგეენკო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. დავით სერგეენკომ დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა.
იმსჯელეს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაზე, ვაქცინაციაზე, წითელას ეპიდემიასა და C ჰეპატიტის სკრინინგისა და მკურნალობის გაფართოებაზე.
შეხვედრას სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.