დავით სერგეენკო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანდაცვის  მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. დავით სერგეენკომ დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა.

იმსჯელეს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაზე, ვაქცინაციაზე, წითელას ეპიდემიასა და C ჰეპატიტის სკრინინგისა და მკურნალობის გაფართოებაზე.

შეხვედრას სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.