ვის და რისთვის სჭირდება უკრაინის პრეზიდენტის მსგავსი ლიდერი, ოპოზიციას თუ ქართულ საზოგადოებას – თუ კიევში მოღვაწე საქართველოსა და უკრაინის გენერალური პროკურორების ყოფილი მოადგილის განცხადებას დავეყრდნობით, „ქართველი ზელენკსი“ ახლა ქართულ საზოგადოებას სჭირდება. ერთ-ერთი უკრაინული არხის გადაცემაში სტუმრობისას დავით საყვარელიძემ თქვა ისიც, რომ „ქართველი ზელენსკი“ ძალიან მალე გამოჩნდება, თუმცა სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანი არ აკონკრეტებს რა იმედები უნდა გაამართლოს ქართველი ამომრჩევლისთვის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის ქართულმა ვერსიამ.
საყვარელიძის განცხადება მმართველ გუნდში პირდაპირ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირეს. „ქართული ოცნების“ შეფასებით, ომი და არეულობა ქვეყანაში სწორედ ყოფილ სახელისუფლებო პარტიას აწყობს.
რა შეფასებები კეთდება პოლიტიკურ წრეებში ამას – თათია ტაბეშაძე დეტალებით.