დავით სარალიძის მკვლელობის საქმე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი მენაბდეს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ამ დროისთვის დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის წინასწარი პოზიცია ბრალთან მიმართებით, უცნობია. მისი ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულის წინასწარი პოზიცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დაცვის მხარეს საქმის მასალებს გადასცემენ. ადვოკატის თქმით, მისთვის უცნობია, თუ რა მტკიცებულებები, მათ შორის რა ჩვენებები აქვს გამოძიებას გიორგი მენაბდის წინააღმდეგ, რის საფუძველზეც ის გუშინ არასრულწლოვნის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ხათუნა გაგნიძე თემის დეტალებით.

მოამბე