დავით მაღრაძის პოემა „ჯაკომო პონტი“ აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენებზე ითარგმნა. პრეზენტაცია ამჯერად ქალაქ ამანში გაიმართა. იორდანიაში საღამოს 200-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. ნაწყვეტი პოემიდან თავად ავტორმა წაიკითხა.
სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ საქართველოს ელჩი იორდანიაში ზაზა კანდელაკი, ცნობილი იორდანიელი ლიტერატორი ადელ ბაშქავი და ჩერქეზული კულტურის საქველმოქმედო ასოციაციის თავმჯდომარე ნუჰდი ჯანიბეკი.