დავით გარეჯის საქმე 

კარტოგრაფების საქმის მთავარი მოწმე მედიასთან შეხვედრას აპირებს.

საქართველოში დაბრუნებული ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს 1938 წლით დათარიღებული რუკის რამდენიმე დედანი მიაწოდა, უკვე დაკითხულია. სწორედ ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით ამყარებს გამოძიება ექსპერტ-კარტოგრაფებისთვის წაყენებულ მძიმე ბრალდებას, რომლის მიხედვით ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრების დადგენის პროცესში, 2006-7 წლებში საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებდნენ და 82 წლის წინანდელი რუკის ნაცვლად 1970-80-იანი წლების კარტოგრაფიულ მასალებს ეყრდნობოდნენ.

საპირისპიროს ამტკიცებენ და ძიების მიერ მოპოვებული რუკით არ სარგებლობის მიზეზებს განმარტავენ წინასწარ პატიმრობაში მყოფი ექსპერტ-კარტოგრაფები.

ხათუნა გაგნიძე რეზონანსულ საქმეზე, რომელმაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დღემდე სადავო ტერიტორიის საკითხი კიდევ უფრო გაააქტიურა.