მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მესტიაში კარანტინის გამოცხადებისთვის სახელმწიფო მზად არ იყო. მისი თქმით, შედეგად მივიღეთ კარანტინში მყოფი მოქალაქეები, რომელთა უფლებებიც ირღვევა.
დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ მას დაუკავშირდა მოქალაქე, რომელიც კარანტინში ზედიზედ ორჯერ მოხვდა, პირველად საქართველოში დაბრუნებისას და შემდეგ მესტიაში მოგზაურობის გამო. პოლიტიკოსი მთავრობისგან ითხოვს არგუმენტებს, რომ მესტიის ჩაკეტვა აუცილებელი იყო.