სტრასბურგში ემიგრანტებს შეხვდა ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი. დავით ბაქრაძემ და უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა, პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ემიგრანტებს კონკრეტულად გააცნო პროგრამის ის პრიორიტეტი, რომელიც საზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტების ლეგალურ დასაქმებასა და უცხოეთში ქართველი სტუდენტების დაფინანსებას ეხება.