„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ლენტეხის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ადგილობრივები მძიმე სოციალურ ფონსა და მთავრობის უყურადღებობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ლენტეხის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. დავით ბაქრაძემ პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე, დევნილთა პრობლემების გადაჭრაზე, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარებასა და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე ისაუბრა.