როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის მეოთხე პუნქტი: პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი იმ რეკომენდაციის განხილვას იწყებს, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობის გაზრდას გულისხმობს. ორივე უწყება რამდენიმე თვის წინ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და ხმაურიანი საპარლამენტო განხილვების შემდეგ შეიქმნა.
ჯგუფის მუშაობაში ჩართული ოპოზიციის ნაწილი, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები დღევანდელ შეხვედრაზე საკუთარი ხედვებითა და კონკრეტული წინადადებებით მივიდნენ. მთავარი მოთხოვნა უწყებების მოქმედებების არეალის გაზრდა და ხელმძღვანელთა არჩევის წესის ცვლილებაა. ხელისუფლება ალტერნატიული შეთავაზებების განხილვის პირობას დებს.