შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მშობელთათვის, პირველი საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა.
ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის ცენტრის ცხელი ხაზი დაუნის სინდრომის მქონე ადამინების მშობლებს, ასევე მათ მინდობით აღმზრდელებს და სხვა დაინტერესებულ პირებს მოემსახურება და ქვეყანაში მოქმედი სერვისების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდის. კვირაში ორჯერ კი, მშობლებისათვის სპეციალური შეხვედრები მოეწყობა.
ცენტრი საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ინიციატივით და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. პროექტი 2-წლიანია. საწყის ეტაპზე ქოლცენტრი ყაზბეგის გამზირზე, სოციალურ საწარმო „ბაბალეს“ სივრცეში განთავსდება. ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ სამომავლოდ სერვისი ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მუდმივმოქმედი გახდება.