დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

„ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ – ასეთია დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის წლევანდელი სლოგანი.

თარიღის აღნიშვნას ტრადიციულად საქართველოც უერთდება. ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა შესაბამის ასოციაციაში 1 000-მდე ოჯახია გაწევრიანებული. საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია დღემდე გამოწვევად რჩება. მთავარ პრობლემად განათლების და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და დასაქმების დროს შექმნილი ბარიერები სახელდება, განსაკუთრებით რეგიონებში. საბედნიეროდ, პროგრესი შეინიშნება სტიგმის დაძლევის კუთხით.