დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის მოახლოებასთან დაკავშირებით, თბილისში სამედიცინო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი, დარგის ექსპერტები და თავად დაუნის სინდრომის მქონე პირები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე დაუნის სინდრომის მქონე პირთა სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემები, თანამედროვე მიდგომები და სიახლეები განიხილეს. ერთ-ერთ პანელზე, პირველად საქართველოში, დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდებმა თავად ისაუბრეს ჯანდაცვის მომსახურების სფეროში მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია ორდღიანია და ხვალ დასრულდება.