„თბილსერვის ჯგუფმა“ დასუფთავებისთვის განკუთვნილი ახალი ტექნიკა შეისყიდა, რომელიც მოსახლეობას ევროპის მოედანზე წარუდგინა. პრეზენტაცია დედაქალაქის მერმა გახსნა. 25 ერთეული ახალი ტექნიკიდან 22 ნაგავმზიდია, რომელიც მოძველებულ, მწყობრიდან გამოსულ მანქანებს ჩაანაცვლებს. ასევე, შეძენილია ერთი გზის დასახაზი მანქანა-დანადგარი და ორი მარილმომყრელი და თოვლმწმენდი, რომლებიც დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის დროს გზის გაწმენდასა და ტექნიკური მარილის დაყრას უზრუნველყოფს.