დასუფთავების მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარემ. დასუფთავების საერთაშორისო კამპანიის ძირითადი მიზანი გარემოს დაცვის მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა.