ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდული ბანაკებში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებს სიტყვით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ მიმართა. ანაკლიის ბანაკმა 2023 წელს 2 337 ახალგაზრდას 10 ნაკადად უმასპინძლა. ბანაკს 14-იდან 18 წლამდე ახალგაზრდები საქართველოს ყველა რეგიონიდან სტუმრობდნენ. შაორის ბანაკში კი წელს 18-25 წლამდე ასაკის 700-მდე ახალგაზრდა მიიღეს.