ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვის პრეზენტაცია

განათლების მინისტრმა, საქართველოს პრემიერთან ერთად, საზოგადოებას ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა წარუდგინა. გიორგი ამილახვარმა ახალგაზრდების მხარდაჭერისა და ქვეყნის განვითარებაში მათი როლის გაძლიერების მიზნით, განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალგაზრდული სფერო სამინისტროს ერთიანი პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, შესაბამისად, ამ მიმართულებით მომავალი წლების განმავლობაში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით, ეფექტიანი და თანმიმდევრული პოლიტიკა გატარდება. როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, 2024 წელს სამინისტრო ახალგაზრდებს შესთავაზებს მასშტაბურ ახალგაზრდულ ფესტივალს, რომელშიც საქართველოს ყველა უნივერსიტეტიდან 25 000-მდე სტუდენტი ჩაერთვება. მინისტრმა ასევე ისაუბრა ახალგაზრდებისთვის ბანაკების სერვისის ხელმისაწვდომობაზე და განაცხადა, რომ განახლებული პროგრამით, წელს სამინისტრო ორგანიზებას გაუწევს ანაკლიის საზაფხულო და თემატურ ბანაკებს სხვადასხვა ლოკაციაზე, ამასთან, თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდება „ჯარის ბანაკი“, რომელიც ახალგაზრდებში კიდევ უფრო გააღვივებს ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებას.