ვიცეპოლკოვნიკი გოდერძი აფრასიძე, რომელსაც გუშინ მეხი დაეცა, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება. თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის ამ დროისთვის ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობს. ვიცეპოლკოვნიკს მეხი ორფოლოს პოლიგონზე, საველე სწავლების დროს გუშინ დაეცა.
დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზევე აღმოუჩინეს და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში.
მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ მოკვლევა დაიწყო.