დაშავებული ჟურნალისტები ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩებიან. კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა მოამბის ოპერატორი ილია თვალიაშვილი, მას ტვინის შერყევა და თავის არეში სხვადასხვა დაზიანება აღენიშნება. მედიის წარმომადგენლებიდან ორს ქირურგიული ოპერაციაც დასჭირდა. ექიმები მათ მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ. „ნიუ ჰოსპიტალსში“ ამ დროისთვის სამი ოპერატორი, ალადაშვილის სახელობის კლინიკაში კი – ორი დაშავებული რჩება.
საქართველოს პირველი არხი გმობს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას, რა დროსაც დაშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი
მოამბე