როგორ უნდა გამოიყენოს უკრაინამ დასავლური შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე – შეზღუდვებით თუ შეზღუდვების გარეშე – ამ საკითხზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა.
პოზიციას არ ცვლის ვაშინგტონი, რომელიც უკრაინის საზღვრებს გარეთ დასავლეთიდან მიღებული იარაღის გამოყენებას არ ეთანხმება, განსხვავებით ნატოს გენერალური მდივნისგან. ხარკოვში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე ზეწოლა ძლიერდება უკრაინიდან. მტრის ტერიტორიაზე დასავლეთიდან მიღებული შეიარაღების გამოყენების ნებართვის მოთხოვნას კიდევ უფრო ააქტიურებს ზელენსკი. ევროპელი ლიდერები ომში მყოფ ქვეყანაში უკრაინელი სამხედროების გასაწვრთნელად ევროპელი სამხედროების გაგზავნის საკითხზეც ვერ თანხმდებიან. ამ საკითხებზე დისკუსია რუსეთის მუქარის ფონზე მიმდინარეობს.