რუსეთიდან დასავლეთის მისამართით მუქარის შემცველი გზავნილები გახშირდა.
მიზეზი აშშ-ის და ევროპის რამდენიმე ქვეყნის გადაწყვეტილებაა, რომელიც უკრაინას უფლებას აძლევს, დასავლეთიდან მიღებული შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს. მოსკოვი დღეს რამდენიმე ქვეყანას კონკრეტული ზომების მიღებით დაემუქრა. ნატოდან არც საპასუხო გზავნილმა დააყოვნა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ ომში მყოფ უკრაინას სამხედრო დახმარების კუთხით პრობლემები აღარ უნდა შეექმნას. საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი და მოლოდინი ახლა შვეიცარიისკენ არის მიმართული, რომელმაც ერთ კვირაში უკრაინის სამშვიდობო სამიტს უნდა უმასპინძლოს.