მწვავე კრიტიკის შემდეგ ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებისგან კონკრეტულ გზავნილებს იღებს.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოზიციით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი არსებული ფორმით არ უნდა ამოქმედდეს და მასში ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს. სხვა შემთხვევაში ვაშინგტონი თბილისს მოსალოდნელ შეზღუდვებზე აფრთხილებს. ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ისლანდია – ჯიმ ო’ბრაიენის შემდეგ თბილისში ჩამოვიდნენ ევროკავშირის ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები. თუმცა, პოზიციები გარკვეულწილად გაიყო. ევროპელი დიპლომატების ნაწილი კანონმდებლობის უკან გაწვევას ითხოვს, ნაწილი – მის ევროპულ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანას. ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევა და მიღწეული პროგრესის ხელიდან გაშვების საფრთხე – კრიტიკასთან ერთად ევროპელი მაღალჩინოსნების დღევანდელი გამოსვლები გაფრთხილებებსაც მოიცავდა. მმართველი გუნდი პროტესტის ფონზე მიღებულ კანონს ქვეყნის პოლიტიკაში გარედან ჩარევის პრევენციით და უცხოური დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული დაფინანსების გამჭვირვალობის არგუმენტით ასაბუთებს.