დასავლეთის კრიტიკა და დაფინანსების შეჩერება პოლიტიკურ სპექტრში კვლავ ერთ-ერთი მთავარი თემაა. ევროკავშირისა და გერმანიის ელჩების განცხადებების შემდეგ, კომენტარი ფრანგმა დიპლომატმაც გააკეთა და თქვა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ, ფინანსური დახმარების მთავარი ადრესატი მედია და სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს.
რატომ ჩერდება დახმარება თავდაცვის სფეროსთვის და რატომ მიემართება ეს რესურსი მესამე სექტორის მიმართ? – ეს კითხვა მმართველ გუნდთან ერთად ოპოზიციის ნაწილსაც აქვს. „ქართული ოცნება“ მკაფიოდ აცხადებს, რომ დაფინანსების უკან კონკრეტული ინტერესი დგას.