ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა. ახალი სივრცეები წყნეთის ქუჩის პირველ ნომერში და ნუცუბიძის IV მიკრორაიონში კეთილმოეწყო. ნუცუბიძის ფერდობზე მდებარე სკვერში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რამდენიმე რკინის კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელეს. პროექტის შედეგად კი, სივრცე შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა, მოეწყო დასასვენებელი პავილიონი, საბავშვო და სავარჯიშო ზონები. გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, დაიგო ბალახი და 100-მდე ხე-მცენარე დაირგო.